ავეჯის სახლის კომპანია „ბელუქსი“ კობა დავითაშვილის ოჯახს, 5 წლის განმავლობაში, ყოველთვე 500 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.
„კომპანია „ბელუქსის“ გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაეცემა 500 ლარი.
პოსტს ვაზიარებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვთხოვოთ ქართულ ბიზნესს, ჩვენთან ერთად დაეხმაროს კობა დავითაშვილის 5 ვაჟს და მის მეუღლეს“, - ნათქვამია „ბელუქსის“ განცხადებაში.