logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა და ეს ხიფათი, შესაძლოა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახოს
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:43

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ჯანდაცვის სისტემა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მხრიდან წარმოებული კამპანია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის და კონკრეტული კლინიკების დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელი და სახიფათოა.

 

„კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა უკვე რეალობად იქცა და საკმაოდ მაღალია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლები, როგორც საქართველოში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სირთულეები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯანდაცვა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს. ამ ვითარებაში შესამჩნევია ოპოზიციის და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე და სექტორზე, არამედ კონკრეტულ კლინიკებზე და ექიმებზე.

 

ეს მიუღებელია, რამეთუ ამ რთულ ვითარებაში ბრძოლის წინა ხაზი უკავია ჯანდაცვას და ვფიქრობ, ექიმების და ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია და საზოგადოებისათვის უსაფუძვლო ინფორმაციების მიწოდება ემსახურება მხოლოდ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას. მაშინ როდესაც ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ვფიქრობ, რომ გამარჯვების უპირობო შემადგენელი არის სტაბილურობა და დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა და ეს ხიფათი შესაძლოა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner