თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და ტაქსის მძღოლ ქალბატონებს, ტრადიციისამებრ, დედის დღე მიულოცა.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე თითოეულ მათგანს პირადად შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაული, 3 მარტი მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა.
თავმჯდომარემ ყველა დედას გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.