პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად წარდგენას ეხმაურება:
„გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა ტესტივით იქნება - კიდევ უფრო განამტკიცებს ისედაც მოარულ ნიჰილისტურ განწყობას, რომ ყველაფრის კადრება წარმატების მიღწევის საფუძველია!
ყველა საკუთარი სინდისის კარნახით გაივლის ამ ტესტს! პრეზიდენტის პოზიცია უკვე გავიგეთ."- წერს მაღლაფერიძე.