logo_geo
eng_logo
ეუთო-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს
- +

4 დეკემბერი. 2020. 18:06

 

 

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ (CFM) გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ოფიციალურად დანიშნა. ამის შესახებ ალბანეთის თავმჯდომარეობამ ეუთო-ში „ტვიტერზე“ დაწერა.

 

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ ასევე იტალიელი უფლებადამცველი მატეო მეკაჩი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორად დანიშნა.

 

საბჭომ ასევე ყაზახეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კაირატ აბდრახმანოვი ეროვნული უმცირესობების საქმეთა უმაღლეს კომისრად, ხოლო პორტუგალიელი დიპლომატი მარია ტერეზა რიბეირო მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლად დანიშნა.

 

გენერალური მდივნის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორის, მედიის თავისუფლების წარმომადგენლის, ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის პოსტები ვაკანტური 2020 წლის 18 ივლისიდან იყო. ეუთოს ოთხი ახალი წარმომადგენლის დანიშვნას ყველა მონაწილე 57 ქვეყნის კონსენსუსი სჭირდებოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner