logo_geo
eng_logo
შვეიცარიაში საქართველოდან ჩასულ პირებს 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ
- +

4 დეკემბერი. 2020. 18:07

 

 

 

შვეიცარიამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა და მასში რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც დაამატა.

 

როგორც შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, შვეიცარიაში 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

ახლადდამატებულ ქვეყნებში საქართველოსთან ერთად არიან აშშ, იტალიის ნაწილი, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი პორტუგალია და სხვ. ცვლილება ძალაში 14 დეკემბრიდან შედის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner