logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღას მზად შეხვედროდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 18:35

 

 

 

„შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გაკეთდა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორში მზაობა ყოფილიყო. თუ გვინდა, რომ ეს სფერო და მისის ხელმძღვანელი გავაკრიტიკოთ, უბრალოდ გავიხსენოთ რეალობა და ამის შემდეგ, კი ბატონო, ვაკრიტიკოთ, ხარვეზებზეც მივანიშნოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

„600 საწოლი გვქონდა, თუ არ ვცდები, როდესაც პირველი ტალღა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ეს ტალღა მარტივად გავიარეთ. ესეც ხომ ამ სფეროს დამსახურება იყო და საზოგადოებისაც, მათ შორის. დღეს გაათმაგებულზე მეტი რაოდენობის საწოლი გვაქვს, ეს ერთ-ერთი კომპონენტი გამახსენდა უბრალოდ. შეიძლებოდა ყოფილიყო თხუთმეტჯერ მეტი, პირობითად, ამაზე მორჩეს, გადავიაროთ, ვიბრძოლოთ ერთად, გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და მერე, ვილაპარაკოთ რამდენიც გნებავთ. პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორც ერთ მოქალაქეს, შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღას მზად შეხვედროდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner