logo_geo 08:40
სამშაბათი. 18 მარტი. 2025
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: იმედი მაქვს, საფრანგეთი მალე მოიშორებს მაკრონის პრობლემას
- +

4 დეკემბერი. 2020. 18:16

 

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

 

„მაკრონი საფრანგეთის პრობლემაა. მაკრონთან ერთად საფრანგეთი ძალიან საშიშ პერიოდს განიცდის. იმედი მაქვს, საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს მაკრონის პრობლემას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, განსაკუთრებით სირიის, ლიბიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის საკითხებზე უთანხმოების გამო. მიმდინარე წლის ოქტომბერში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ეჭვქვეშ დააყენა ემანუელ მაკრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ის ისლამის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გატარებაში დაადანაშაულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up