logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა, რომ „ნაცმოძრაობას“ დასაჭერთა სიები არ აქვს გამზადებული?
- +

4 დეკემბერი. 2020. 18:39

 

 

„არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია, მაგრამ 27%-ზე გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ​​რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ხალხი არასდროს დასაჭერთა სიებს არ გაამზადებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„დღეს ამ თემაზე რამდენიმე განცხადებას მოვკარი ყური, თითქოსდა, რომელ დასაჭერთა სიაზე შეიძლება იყოს საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა, რომ მათ 2012 წელსაც და დღესაც აქვთ დასაჭერთა სია იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან? რამდენ პროცენტს აქვს ეს განცდა? არჩევნებში ამ პარტიამ 27% აიღო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია. ალბათ, ჩვენც გვაქვს ამ მიმართულებით სამუშაო და საზოგადოების მხრიდან გვესმის საყვედურები, რომლებსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. დამნაშავე რეჟიმს ასეთი მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ 27%-ზე გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ​​რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ხალხი არასდროს დასაჭერთა სიებს არ გაამზადებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისათვის, საქართველოს პროკურატურამ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner