„ვფიქრობ, დღეს შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები იყოს შენარჩუნებული, ვიპოვოთ საერთო პლატფორმა, რომელსაც უკვე მრავალი კვირაა, ვეძებთ“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება.
„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი. ახლა განვიხილავთ ამას და შევხედავთ, როგორ შეგვიძლია, ეს გამოვიყენოთ, რათა პროცესი წინ წავწიოთ. როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია განაგრძობს ფიქრს, როგორ ვიპოვოთ ჯადოსნური საერთო პოზიცია. იმედი გვაქვს, ეს საბოლოოდ შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ შესაძლებელი იქნება, წინსვლის გზა ვიპოვოთ, რომელიც ყველა შეშფოთებას უპასუხებს, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოვისმინეთ და უზურნველყოფს სტაბილურობას და განგრძობად დემოკრატიას“, – განაცხადა ჰარცელმა.