ავტორი თეა ფირცხალავა
ღმერთმა დაგვიფარა და ვიცი, მომავალშიც დაგვიფარავს იმ საშინელებისგან, რასაც ახლა დავწერ...
დღეს, ასეთი გამძვინვარებული კოვიდ-პანდემიის დროს, კვლავ მიშა სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მთელი საქართველო ვირტუალურ სინამდვილეში და "უზომო" კეთილდღეობაში ვიცხოვრებდით, როგორც ეს უკვე ვიგემეთ 9-წლიანი რეჟიმის დროს, როდესაც ქვეყანა "ყვაოდა" და კრებაც მხიარული იყო...
აბა ერთი გაებედა რომელიმე მედია საშუალებას და დეტალურად გამოექვეყნებინა კორონას შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, ან თუნდაც მცირედი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარების შესახებ. ყველა ტელევიზია და რადიო კვლავ მიშას დიქტატით იმუშავებდა და მერწმუნეთ, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არ იარსებებდა... შეიძლება, ზრდილობის გულისთვის, ერთი-ორი, ძალზე გახმაურებული შემთხვევა გამოეცხადებინათ, დანარჩენების ოჯახებში კი სასწრაფოდ გამოცხადდებოდნენ კოლექტიური მეგისები და მასტერები და დაშინების მასტერკლასებს ჩაუტარებდნენ ისედაც გაუბედურებულ ადამიანებს, სასტიკად აუკრძალავდნენ რა საჯარო საუბრებს ოჯახის გარდაცვლილ წევრებზე...
დააკვირდით, როგორ იქცევიან მიშას მიმდევრები დღეს.. როგორ უქსევენ მოტყუებულ ახალგაზრდებს ჩვენს თავდადებულ ექიმებსა და სამედიცინო დარგში მომუშავე პერსონალს, რომლებიც შესაძლებელსა და შეუძლებელსაც კი აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად... ამასაც არ სჯერდებიან და ჟურნალისტებად წოდებული არარაობები ლამის გარდაცვლილთა ძვლებზე დახტიან და ერთგვარი დემონური ხარხარით ელიან კიდევ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას, რომ მერე დუჟმორეულნი შეესიონ დაქცეულ ოჯახებს და კვლავ გააგრძელონ მიცვალებულებით ჟონგლირება... ოხ, რა ჟინით ელიან ქვეყნის დაქცევას და როგორ ყლაპავენ ნერწყვს მათთვის მოსალოდნელ ქაოსში დასაჭერ თევზზე, რომელსაც, უფლის ნებით, ვერასოდეს დაიჭერენ...
ღმერთო, დაიფარე საქართველო კოვიდისგან და მიშა სააკაშვილისგან!!!