logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო
- +

4 დეკემბერი. 2020. 20:10

 

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო.

 

დეპუტატის ინფორმაციით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, მიუხედავად პანდემიისა, უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხორციელდება.

 

 „ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, როგორც საქალაქო, ისე, სასოფლო დასახლებებში, მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას და ვზრუნავთ მათი ყოფითი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე"-აცხადებს გოჩა ენუქიძე

 

 ამ ეტაპისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში:

რეაბილიტირდება სოფელ სპათაგორში სოფლის ცენტრის, სკოლისა და ლეშკედის მიმართულებით საავტომობილო გზა.

 

პროექტის ღირებულება 372439.63 ლარს შეადგენს და მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სოფელ ორბელში, ზედა ორბელის, ჩეროსა და სვანიძეების უბანში, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის 618586 ლარია გამოყოფილი.

ასევე, რეაბილიტირდება სოფელ უსახელოში სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზაც, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და ბიუჯეტად 159032.9 ლარია განსაზღვრული.

ღნიშნული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner