logo_geo
eng_logo
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: Trace International-ისა და SolAbility-ის რეიტინგები პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია
- +

4 დეკემბერი. 2020. 20:40

 

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს.

 

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. დღეს, ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის მეტი პოზიტიური შეტყობინება ქვეყანაში არსებული და მომავალში მოსალოდნელი ბიზნესგარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კოვიდპანდემია მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც მალე დასრულდება, ამის ცალსახა ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ მზადება პოსტპანდემიური ეკონომიკური რეალობისთვის, ახალი საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკისათვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ დაზიანებული ეკონომიკის აღდგენა და ზრდის ახალი, ბევრად სწრაფი ტემპის მიღწევა. ამასთან, გამჭვირვალობა, კორუფციის დონე, ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობა – ეს ის მიმართულებებია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგანაც ეს არის სრულყოფის მუდმივი პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner