logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: მინისტერიალი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით პროგრესი გვაქვს
- +

5 დეკემბერი. 2020. 02:16

 

 

NATO-ს მინისტერიალი იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მის შედეგებს მოკლევადიან მონაკვეთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი რეალობისათვის, რომელიც ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში“, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და მისი ნატოელი მოკავშირეების ურთიერთობა, რომლის კონტექსტშიც, საქართველოს კავშირი NATO-სთან ძალიან სწრაფად უნდა გადავიდეს ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აქ წამყვანი არის საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ის პროგრესი, რაც გვაქვს NATO-სთან მიმართებაში. ერთმანეთისგან რომ გავყოთ ხმაური და სიგნალი, როგორც ამბობენ ხოლმე ხმაურიან პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, იმავდროულად ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სინამდვილეში რა კეთდება საქმიანი კონტექსტით, რეალობაში NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დიდი პროგრესია და სწორედ ეს მინისტერიალი იყო პროგრესის კიდევ ერთი დადასტურება. ახალი ნაბიჯის გადადგმა, როგორც რიტორიკულად, ასევე რეალური საქმის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner