logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია
- +

5 დეკემბერი. 2020. 02:48

 

 

„დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, ის დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში, რომელთა შორის გამორჩეული ადამიანები იყვნენ. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია“, - ასე უპასუხა  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ შეკითხვას - კმაყოფილია თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით?

 

„კმაყოფილი მე თუ მკითხავთ პირადად, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. განცხადებით მივმართე, მე ვტოვებდი სამსახურს და მივმართე. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ათი წელია შენობა არ გვაქვს და ის იმ მძიმე პირობებთან, რომელშიც გვიწევდა მუშაობა. მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები ყველაზე უარესი. შენობის პრობლემა ახლა მან კი არ გადაჭრა, პრემიერმა გადაჭრა. ძალიან მადლიერი ვართ პრემიერის. პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი შვიდი თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის-მენეჯერის საუკეთესო თვისებები“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner