logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიაში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა
- +

5 დეკემბერი. 2020. 10:29

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპის შტაბი ოფიციალურ Twitter-გვერდზე წერს.

 

მათ უკვე მიმართეს სასამართლოს შესაბამისი სარჩელით.

 

„დაფიქსირებულია ათობით ათასი უკანონოდ მიცემული ხმა, რის გამოც არსებული შედეგები უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

 

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner