logo_geo
eng_logo
მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში ძალის გამოყენების უფლებას არ მისცემს
- +

5 დეკემბერი. 2020. 10:34

 

 

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს დნესტრისპირეთის დასაბრუნებლად ძალის გამოყენების უფლებას არ მისცემს.

 

„მას ამის საშუალებას არ მისცემს ჩვენი პარტია, პარლამენტი, მთავრობა, ამ ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ გავმართავთ საპროტესტო აქციებს და დავიცავთ მშვიდობას. დნესტრისპირეთის საკითხი მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა მოლდოვის პრორუსმა პრეზიდენტმა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაია სანდუმ რუსეთს უკვე მოუწოდა დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანისკენ.

 

15 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 57.75% მიიღო. მოლდოვის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 24 დეკემბერს გაიმართება.

 

ამის შემდეგ მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner