-
+
5 დეკემბერი. 2020. 10:35
აშშ-ს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს სომალიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაავალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 700 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სომალის სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დატოვებს და კენიასა და ჯიბუტიში გადანაწილდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის მესამედზე მეტს გაიყვანს.
წყარო :