-
+
5 დეკემბერი. 2020. 10:44
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ თვითიზოლაციაში ქვეყნის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ERR-ი ავრცელებს.
კალიულაიდის განცხადებით, გუშინ მან შეიტყო, რომ 1-ელ დეკემბერს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ჯანდაცვის დეპარტამენტის ინსტრუქციების შესაბამისად, თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ყველა შეხვედრა, რომელიც ამ და მომდევნო კვირაში მქონდა დაგეგმილი, სამწუხაროდ, გადაიდება“, - განაცხადა კალიულაიდმა.
ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკვე ჩააბარა კორონავირუსის ტესტი, პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.
2 დეკემბერს კერსტი კალიულაიდი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სერჯო მატარელასა და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შეხვდა.
გუშინვე თვითიზოლაციაში ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი გადავიდა.
წყარო :