logo_geo
eng_logo
სომხეთის ექს-პრეზიდენტი: ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ომი გარდაუვალი გამხდარიყო
- +

5 დეკემბერი. 2020. 10:45

 

 

ნიკოლ ფაშინიანმა არ დაუტოვა აზერბაიჯანს არანაირი იმედი იმისა, რომ დიპლომატიური გზით ბაქოს რამის მიღწევა შეეძლო, ხოლო თუ მოწინააღმდეგეს ასეთ შანსს არ უტოვებ, მას მხოლოდ ომის ვარიანტი რჩება, და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ომი გარდაუვალი გამხდარიყო, - ამის შესახებ სომხურ „მე-5 არხთან“ ინტერვიუში ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ომი გარდაუვალი გამხდარიყო. მოლაპარაკების პროცესი შეგნებულად შეიყვანეს ჩიხში. ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა ისეთი ვითარება შექმნა, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც კი ვერ ხვდებოდნენ, რა სურს სომხურ მხარეს. ამის გამო შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ერევანი უბრალოდ ეძებს საშუალებებს, პროცესი ჩიხში შეიყვანოს. ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მოლაპარაკებების პროცესს სომხური მხარე აფერხებს. სომხეთის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის მიმართ აზერბაიჯანულ აგრესიას ლეგიტიმაცია შესძინა. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არსებობის სამართლებრივი საფუძველი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე გადიოდა. სომხურმა მხარემ თავისი განცხადებებით ეს მოცემულობა შეცვალა და საკითხი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სიბრტყეში გადაიყვანა. ამას მოჰყვა ის, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ დაგმო აგრესორი ქვეყანა, ვინაიდან მთელი მსოფლიო ამ ომს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში განიხილავდა. რა არის ეს, თუ არა დიპლომატიური მარცხი?“ - აცხადებს რობერტ ქოჩარიანი.

 

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა არ დაუტოვა აზერბაიჯანს არანაირი იმედი იმისა, რომ დიპლომატიური გზით ბაქოს რამის მიღწევა შეეძლო, ხოლო თუ მოწინააღმდეგეს ასეთ შანსს არ უტოვებ, მას მხოლოდ ომის ვარიანტი რჩება, და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ომი გარდაუვალი გამხდარიყო - შეგნებულად თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner