logo_geo
eng_logo
რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მყვინთავების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
- +

5 დეკემბერი. 2020. 10:50

 

 

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (RoAid), პროექტის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში შემოთავაზებული მხარდაჭერა 2020-2023" ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების თანამედროვე პაკეტი გადასცა, რომელიც მყვინთავების ინდივიდუალური აღჭურვილობის ხელსაწყოებსა და აქსესუარებს, ასევე, წყალქვეშა უსადენო საკომუნიკაციო სადგურებს მოიცავს.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner