logo_geo
eng_logo
იმერეთის რეგიონში კოვიდცენტრების რაოდენობა იზრდება
- +

5 დეკემბერი. 2020. 11:04

 

 

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იმერეთის რეგიონში კოვიდცენტრების რაოდენობა იზრდება.

 

რეგიონში არსებულ 14 კოვიდცენტრს მიმდინარე კვირიდან კიდევ სამი დაემატება.

 

პარალელურად, რეგიონის მასშტაბით სამედიცინო სფეროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებთან შეხვედრები მიმდინარეობს, რათა ე.წ. სწრაფი ტესტები ყველა მოქალაქისათვის, ვისაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აქვს, ხელმისაწვდომი იყოს.

 

როგორც ცნობილია, იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner