logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში სულხან მოლაშვილის ცხედარი ჩამოასვენეს
- +

3 ივლისი. 2016. 02:48



კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი 24:00 საათზე ლიონი- სტამბული- თბილისის რეისით  ჩამოასვენეს.


მოლაშვილი 2016 წლის 29 ივნისს, საფრანგეთში გარდაიცვალა.

სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 კვირის მანძილზე გაუარესებული იყო და დღეს პარიზში ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ზუსტი დიაგნოზი, ამ დრომდე უცნობია.



შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილი „ნაცონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და დაახლოებით 37 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს.


როგორც შემდგომ გაირკვა ციხეში სულხან მოლაშვილს აწამებდნენ. გათავისუფლების შემდეგ სულხან მოლაშვილი მის წამებაში მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგალაშვილს, ბაჩო ახალაიას ამხელდა და აცხადებდა, რომ აღნიშნული პირები მის წამებას უშუალოდ ესწრებოდნენ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner