-
+
5 დეკემბერი. 2020. 12:23
რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამას იწყებს, პირველ რიგში მოსკოვში არსებული კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრიან, რისთვისაც რუსეთი ადგილობრივ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, მაგრამ ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია“, - აცხადებენ ვაქცინის შემქმნელები.
BBC-ის ცნობით, პროგრამაში ათასობით ადამიანი უკვე დარეგისტრირდა, რომ შაბათ-კვირას, გასაკეთებელი 2 ინექციიდან, პირველი გაიკეთონ.
ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ვაქცინის წარმოება შეუძლია რუსეთს, თუმცა როგორც მოსალოდნელია წლის ბოლომდე 2 მილიონამდე ვაქცინა შეიქმნება.
წყარო :