სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა. აბაშაში მცხოვრები 66 წლის კაცი, ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. სენაკში მცხოვრები 84 წლის კაცი კი „სენა-მედში“ გარდაიცვალა.
რეგიონის მასშტაბით, კორონა ვირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკარანტინო სივრცეში იმყოფება - 128 პირი.
რუხის კლინიკაში 150 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 60 პირის მდგომარეობა. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობაა 30.
„სენა-მედის“ კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის 8 პირის მდგომარეობა მძიმეა. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობა 2.
ფოთის კლინიკაში 39 კოვიდ-პაციენტი იმყოფება, მათ შორის 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობაა 1.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 კოვიდინფიცირებილი მკურნალობს. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობაა 1.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობაა 7.