logo_geo
eng_logo
მალხაზ თორია: აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება იმუშავებს
- +

5 დეკემბერი. 2020. 15:02

 

 

კორონავირუსის სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტის ჩატარება 30 ლოკაციაზე შეეძლებათ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ლოკაციის რაოდენობა 7 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

 

მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონს დაემატა ახალი კოვიდკლინიკა. აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება იმუშავებს. მისივე თქმით, აღნიშნულ კოვიდკლინიკას აქვს ყველა შესაბამისი რესურსი, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს სრული სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.

 

„რეგიონის მასშტაბით სიახლე გვაქვს, აბაშაში 30 საწოლზე გათვლილი კოვიდკლინიკა გაიხსნა. ასევე, სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტი ჩატარება შეუძლიათ 30 ლოკაციაზე. ლოკაციების რაოდენობა ორშაბათიდან კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი დაწესებულებების რესურსები და მიმდინარეობს სწრაფი ტესტირებები.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსის 434 ახალი შემთხვევა, ასევე, სამწუხაროდ არის ორი გარდაცვლილი. კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 280 პაციენტი, მათგან 20-ის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო 60 პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner