logo_geo
eng_logo
კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს
- +

5 დეკემბერი. 2020. 16:23

 

 

კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ეს პროცესი რეგიონში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

 

შიოშვილი მიესალმება მოქალაქეების ჩართულობას კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ უფასო ტესტირებაში მათი მონაწილეობა მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

 

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, მის კლინიკას დღის განმავლობაში 100-მდე პაციენტი მიმართავს. ჭონიაშვილი იმ პროტოკოლს განმარტებს, რითაც საავადმყოფო მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოქმედებს.

 

„სწრაფი ანტიგენ ტესტი უტარდებათ იმ მოქალაქეს, რომელებიც სიმპტომების მიუხედავად მოგვმართავენ. ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში დღის განმავლობაში, დაადლოებით 70-დან 90-მდე პაციენტის ტესტირება ხორციელდება.

 

იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ სწრაფი ანტიგენ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, შესაძლებელია PCR ტესტი ჩატარდეს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე ოჯახის ექიმი იღებს“, - აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner