შიდა ქართლში კორონავირუსით 80 წლამდე კაცი გარდაიცვალა. გორში მცხოვრები კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი ვირუსის შედეგად გართულებები გახდა.
შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტების რაოდენობის გაზრდის შედეგად კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5 280-ით გაიზარდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 35 ადამიანი. თვითიზოლაცია მოეხსნა 36 პირს.