logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება, უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მოქალაქეების არჩევანი
- +

5 დეკემბერი. 2020. 19:12

 

 

„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მოქალაქეების არჩევანი ეჭვქვეშ ვერ დადგება.

 

„პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner