შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც უწყებნაში აცხადებენ, სამოქალაქტო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ კედელზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა.