ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მომიტინგეებმა ულტიმატუმი წაუყენეს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის მეთაურს გადადგომისათვის ვადა 9 დეკემბრის 12:00 საათამდე მისცეს.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ თუ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს, ოპოზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს.
სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 10 ნოემბრიდან იმართება, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა.