logo_geo
eng_logo
რუსეთში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია დაიწყო
- +

5 დეკემბერი. 2020. 19:48

 

 

მოსკოვში დღეს მოსახლეობის მასობრივი კოვიდვაქცინაცია დაიწყო. მომავალ კვირას Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსეთის რეგიონების მოსახლეობა აიცრება.  ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V აცრების დაწყების შესახებ 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნეს. როგორც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის იანვარ-სექტემბერში იქნება შესაძლებელი, როდესაც ამ ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება წარმოებული.

 

რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა კომპანია Pfizer-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება. აშშ-ში ეს პროცესი 11 დეკემბრის შემდეგ დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner