logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი ოპოზიციაზე: სულ რომ ვკვდებოდე, მათ გვერდით არ დავდგები!
- +

5 დეკემბერი. 2020. 21:19

 

 

2020 წელი და კვლავ ქუჩაში გამოსული ოპოზიცია. ისევ ნაციონალები და მათთან უნისონში მყოფი პარტიები საუბრობენ ხალხის სახელით, რომლის მონაპოვარიც 2012 წლის 1 ოქტომბერია. როგორც ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი ამბობს, „ოცნებამ“, პირველ რიგში, მის გულშემატკივრებს ატკინა გული, მაგრამ არასოდეს შეუერთდება მკვლელების პროტესტს:

 

– „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. გააცოცხლეს მკვდარი ნაცები და ახლა იქით ეხვეწებიან, პარლამენტში შემოდითო. 2012 წელს ამას ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით.

 

გაბრაზებული ვარ „ოცნებაზე“, მეტიც, ჩემი ძმის მკვლელი დღესაც თანამდებობაზეა დაწინაურებული, არც ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულა... ერთი სიტყვით, არ ანაღვლებთ, როგორ ვარსებობთ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა ფეხქვეშ გაგვთელა, მაგრამ იქ, სადაც სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და მსგავსი ნაძირალები არიან, რა მიმიყვანს! სულ რომ ვკვდებოდე, მათ გვერდით არ დავდგები!

 

– თუმცა, მათ პროტესტს ვეტერანების ნაწილი შეუერთდა, რომელთა თვალწინაც მოხდა ე.წ. მუხროვანის ამბოხი...

 

– ყველამ, ვინც ტელეკამერების წინ იპოზიორა და მკვლელ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, ფულის გამო თქვეს უარი კაცობაზე. სულით მახინჯ და მოღალატე დევი ჭანკოტაძეს მიენდვნენ, მისგან მოელოდნენ მეტ სარგებელს.

 

განსაკუთრებით გამაოცა ტარიელ აბუაშვილის საქციელმა, რომელსაც დიდი მეგობრობა და ნათელმირონობა აკავშირებდა ჩემს ძმასთან. კაცი, რომელიც 24 საათი გიას გვერდით იყო, მის ოჯახს სიყვარულს ეფიცებოდა, დღეს ჩემი ძმის მკვლელების გვერდითაა. ჩემი ძმა ფულის გამო გაყიდა! სათქმელიც აღარაფერია! ცოცხლად დაიმარხა თავი!

 

უტიფრად აცხადებენ – შეცდომა დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებამ, თორემ ისე კარგი მმართველი იყოო. შეცდომაა პატიმრების ციხეში გაუპატიურება? სამაჩაბლოსა და კოდორის დათმობა? დავითგარეჯი?

 

ვინ მოგცათ ხალხის სახელით საუბრის უფლება? თურმე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთი ათასი კაცია საქართველო და ჩვენ, მილიონი ადამიანი, არ ვართ ამ ქვეყნის შვილები? ვინ მოდი აქციებზე, ნარკომანები, ლესბოსელები, უტვინო და სინდისგარეცხილი ადამიანები? ამას ეძახით საქართველოს და ასე ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას?!

 

– ამაში ნამდვილად არ დაგეთანხმებოდნენ ხატია დეკანოიძე, ირმა ნადირაშვილი, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი და მათი თანამოაზრეები, რომლებიც საქართველოს გადასარჩენად ერსა და ბერს უხმობენ აქციებზე...

 

– ჰოდა, სწორედ ამ ურცხვ, შუბლძარღვგაწყვეტილ ქალებს – ხატია დეკანოიძეს, სალომე სამადაშვილს, ირმა ნადირაშვილს და ელენე ხოშტარიას ვეკითხები – სააკაშვილის რეჟიმს თქვენი შვილები რომ ჩაეცხრილათ ქუჩაში, რას იზამდით? ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რას განიცდიდა ირინა ენუქიძე? გურამ შარაძის ოჯახი? რა ტკივილით წავიდა დედაჩემი ამ ქვეყნიდან? თქვენი ვაჟკაცი ძმისთვის რომ მიეკერებინათ მოღალატის იარლიყი და თავის მართლების გარეშე ჩაეცხრილათ ქუჩაში, მაშინ ხომ სულ სხვა ნოტზე იჭიკჭიკებდით?

 

გამწარებულები რომ ხავიხართ, ივანიშვილი წავიდესო, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? – თქვენ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ხალხის გაუპატიურებაზე თვალს ხუჭავდით თუ ვანო მერაბიშვილი, რომელიც ტელეკამერების წინ ორ გვამს ითხოვდა? თქვენ არ ხართ ქართველი ერი, თქვენ ხართ სისხლიანი რეჟიმის მხარდამჭერი სექტა, საქართველოს მტრები და ამ ხელისუფლებაზე სწორედ იმიტომ ვარ გაბრაზებული, რომ თქვენნაირ ნაძირალებს ხალხის სახელით საუბრის უფლება მისცა!

 

ცალკე ფენომენია გუბაზ სანიკიძე, ვითომ ქართველობაზე რომ დებს თავს და დაბღვერილი სახით აგინებს ივანიშვილს. იმის შნოც არ ყოფნის, შეეშვას პოლიტიკას და მამის სახელს მაინც გაუფრთხილდეს.

 

თურმე, სააკაშვილი გუშინ ჯალალედინი იყო და დღეს გმირია. ფუჰ, მის კაცობას და ადამიანობას! გუბაზისნაირ ცოცხალს, ჩემი მკვდარი ძმა მირჩევნია! ვაჟკაცი კაცის სახელით მაინც წავიდა ამ ქვეყნიდან! როდესაც სექტის მიერ გამართულ აქციას ვუყურებ, სულ მინდა, ერთი შეკითხვა დავუსვა ხაზარაძეს.

 

– მაინც რა შეკითხვის დასმა გსურთ?

 

– დღეს რომ ამბობს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გასასტუმრებლად ვდგავარ ნაციონალების გვერდითო, როდის არ იყო სააკაშვილის მოკავშირე? მართლა სჯერა იმის, რომ ხალხს აღარ ახსოვს, როგორ წაართვა „თიბისიბანკმა“ ათასობით ადამიანს უკანასკნელი თავშესაფარი? ასეთი გულუბრყვილო და უტვინო ჰგონია ქართველი ხალხი? მევახშე ხაზარაძე მასხრად გვიგდებს! ვის უნდა დავუდგეთ გვერდით, კაცს, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული გადაჭამა საქართველო? რომელმაც ათასობით ადამიანი დატოვა ქუჩაში? ჯერ ხელკეტებით დასდევდა ხალხს ქუჩაში და მერე ბანკით ატყავებდა! მახსოვს, ერთხელ ხუთი თეთრი დამრჩა გადასახდელი და 20 ლარი ჯარიმა დამაწერეს. ამ კაცმა საერთოდ როგორ უნდა ამოიღოს ხმა? ნეტა, იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა, ვისაც მისი გულწრფელობის სჯერა? ხაზარაძესთან შედარებით სოლიდარად გამოიყურება ნარკომანების ბელადი გირჩი ჯაფარიძე, გულწრფელი მაინც არის!

 

– „ნაცების“ ყიჟინასთან ერთად ხომ არ ისმის რაიმე საგამოძიებო სტრუქტურებიდან გია კრიალაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით?

 

– ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა წინ. ჩამიჩუმიც არ ისმის ჩემი ძმის საქმეზე! მინდა ყველას გასაგონად ვთქვა – ზვიად ხარაზიშვილზე ყველგან და ყოველთვის ვიტყვი, რომ ის არის ჩემი ძმის მკვლელი. მა. შეასრულა რეჟიმის დავალება და დღეს ძალოვან უწყებაში თანამდებობაზეა! ვიდრე „ოცნების“ ხელისუფლებაში ხარაზიშვილისნაირი დამნაშავეები დაწინაურებული იქნებიან, ცხადია, გიას მკვლელობა არ გაიხსნება და ხელისუფლების ყველა დაპირება სამართლიანობის აღდგენის თაობაზე იქნება ჰაერში გასროლილი სიტყვები!

 

მივმართავ „ოცნების“ ხელისუფლებას, უფრო სწორად გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილს – დარწმუნებული ვარ, თქვენც იმავეს განიცდით ფარული თუ ღია “ნაცების” მიმართ, რასაც მე. მესმის გასათვალისწინებელია, რასაც ამბობს ამერიკა ან ევროპა, მაგრამ მთავარი მაინც ქართველი ხალხია, რომელიც შიმშილზე მეტად ამ გარეწარი ოპოზიციონერების საქციელით არის გამწარებული და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როცა ხელისუფლება მათ ხმას ჩააწყვეტინებს!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner