ბელგია ევროკავშირისა და ორგანიზაციის თავისუფალი ეკონომიკური სივრცის ქვეყნებიდან 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა. ექსპერტები ამბობენ, რომ ლოკდაუნის გამოცხადებიდან თვენახევრის შემდეგ პოზიტიური დინამიკა სტაბილური გახდა.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბელგიაში 100 000 ადამიანზე COVID19-ით ინფიცირების საშუალოდ 248 შემთხვევა დაფიქსირდა. 5 დეკემბერს 2 582-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 587 439 შეადგინა. მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია გრძელდება და ამ დროისათვის 789 ადამიანის მდგომარეობაა კრიტიკული.
ოქტომბერში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ქვეყნის მასშტაბით საავადყოფოში თითქმის შევსებული იყო ადგილები ინტენსიური ტერაპიის განყოფილებებში.
ბელგიაში აპრილის შემდეგ COVID19-ზე 6 მილიონი ტესტი ჩატარდა. მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ უსიმპტომოების და წითელი ზონიდან დაბრულებული მოქალაქეების ტესტირებაც დაიწყო.
ბელგიაში COVID19 -ზე დღეში 29 700 ტესტი ტარდება.
„თუ ტენდენცია გაგრძელდება და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მაშინ დეკემბრის ბოლოსთვის დღეში 800 ინფიცირებული უნდა გვყვადეს, რაც ბელგიისთვის დიდი მიღწევა იქნება.
პიკზე 22 000 ინფიცირებულო გვყავდა დღეში და საწოლების დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდით. თუ დეკემბრის მეორე ნახევარში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რიცხვი ყოველდღიურად 75 იქნება, მაშინ ჩვენ შევძლებთ ვირუსზე მეტნაკლებად კონტროლის დაწესებას, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს ვირუსის დამარცხებას.
საუკეთესო სცენარით 5 იანვრიდან ვაქცინაციის დაწყება სურათს შეცვლის, რადგან ჩვენ COVID19 -ზე აცრით დავიცავთ მათ, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა.
დიდი გამოწვევა იქნება საშობაო და საახალწლო დღეები, ამიტომ მოგიწოდებთ წესების დაცვისკენ და პასუხიმგებლობის გამოჩენისკენ. ჩვენ რა ვითარებაც გვაქვს დღეს, ამას ერთობლივად მივაღწიეთ და მოდით, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ პანდემიის დროს ბელგიის შედეგი“, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა.
100 000 მოსახლეზე ინფიცირებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ისლანდიას ( 58) . ისლანდიას მოსდევს ირლანდია ( 82) , ფინეთი ( 108), ნორვეგია (122). ევროკავშირის და თავისუფალი ეკონომიკური სივრცის სახემწიფოებიდან ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ლუქსემბურგს, სადაც დღესდღეობით 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 1213 შემთხვევაა დაფიქსირებული.