მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს და ჯერ ისევ უცნობია, საპატრიაქროდან, ვინ დაესწრება პარლამენტის გახსნას.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“ წერს, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, კარანტინშია და ის, სავარაუდოდ, პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაესწრება.
„ახლა, ამ წუთას, პატრიარქი არის ძალიან მძიმე კარანტინში. პრაქტიკულად, მისი ნახვა, მღვდელთმთავრებსაც კი, ძალიან სერიოზული ტესტირების შემდეგ… მოკლედ, ვუფრთხილდებით მის ჯანმრთელობას. ამიტომ, პატრიარქი ვერ შეძლებს, რომც მოინდომოს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.