Woldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66,585,343-ს შეადგენს.
ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 14 839 126 შემთხვევა გამოვლინდა.
მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9 636 741 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6 536 245 კოვიდინფიცირებული.
მეოთხე ადგილზე რუსეთი დაბრუნდა (2,431,731). მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,268,552), ესპანეთში (1,699,145), დიდ ბრიტანეთში (1,705,971), იტალიაში (1,709,991), არგენტინაში (1,454,631), კოლუმბიაში (1,352,607), მექსიკაში, (1,156,770) გერმანიაში (1,159,179), პოლონეთსა (1,054,273) და ირანში (1,028,986).
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,530,362 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 46,063,829 გამოჯანმრთელდა.