logo_geo
eng_logo
სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადას 8 დეკემბრამდე აძლევს
- +

5 დეკემბერი. 2020. 22:29

 

 

„ოპოზიციამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა სამშაბათს შუადღემდე მისცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„ნიკოლო, მთავრობის აგარაკზე ეს შენი ცხოვრების ბოლო საათებია. ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს: ნიკოლი უნდა გადადგეს. თუკი ის შუადღის 12:00 საათამდე არ გადადგება, მთელ სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება. ჩვენ არ მივიღებთ რამე პირობას ან შეთავაზებას. არსებობს ერთი პირობა: ნიკოლი უნდა წავიდეს,” - განაცხადა პარტია „დაშნაკცუტინის” წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა.

 

დღეს ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 16 ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა შექმნა, საპროტესტო აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner