„ოპოზიციამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა სამშაბათს შუადღემდე მისცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ნიკოლო, მთავრობის აგარაკზე ეს შენი ცხოვრების ბოლო საათებია. ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს: ნიკოლი უნდა გადადგეს. თუკი ის შუადღის 12:00 საათამდე არ გადადგება, მთელ სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება. ჩვენ არ მივიღებთ რამე პირობას ან შეთავაზებას. არსებობს ერთი პირობა: ნიკოლი უნდა წავიდეს,” - განაცხადა პარტია „დაშნაკცუტინის” წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა.
დღეს ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 16 ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა შექმნა, საპროტესტო აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომაა.