logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: ეს ამბავი კარგად გამოიძიეთ!!!
- +

5 დეკემბერი. 2020. 22:38

 

 

2020 წლის 18 ნოემბერს ჩემს მშობლიურ სოფელ უხუთში ჭუტა წერეთლის მიკროფონიანი და ტელეკამერიანი კომპრაჩიკოსები აეთრნენ.

 

მოგეხსენებათ, გენიალური ვიქტორ ჰიუგოს მიხედვით, კომპრაჩიკოსები საფრანგეთში ბავშვებს იტაცებდნენ, რომლებსაც მერე ფიზიკურად ამახინჯებდნენ, რათა ხალხი გაერთოთ და ამის სანაცვლოდ არსობის პური მოეპოვებინათ. მაგრამ ვანის რაიონის სოფელ უხუთში ასული ჭუტალას კომპრაჩიკოსები უფრო დიდ საშინელებას სჩადიან – ადამიანების სულების დამახინჯებას ცდილობენ, რაც ტელეეკრანიდან წარმატებით გამოსდით.

 

პატივცემულ ჭუტალა წერეთელს აქვე შევახსენებთ, რომ ერთ-ერთი ცნობილი კომპრაჩიკოსი, „პროფესორად“ წოდებული გურამ ქარაზანაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ომში სამარცხვინოდ გაშიშვლდა და სანამ პაციენტ შოთა კაპანაძის კუტალა თავში არ მოხვდა, მანამ არ მოისვენა. ასე რომ ბატონმა ჭუტალა წერეთელმა გაითვალისწინოს, რომ კომპრაჩიკოს ქარაზანაშვილის მიერ სეკვესტრირებული კაპანაძის კუტალა ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, მასაც დაეძგეროს და „ტვ პირველის“ მეპატრონეს შიგ შუბლში გაადენინოს ჭახანი.

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ახალგაზრდა კომპრაჩიკოსმა გოგონამ, რომლის მიკროფონსაც არცერთი ტელევიზიის ამოსაცნობი ლოგო არ ერტყა, იმ დღეს ოპერატორთან ერთად ჩემი მშობლიური უხუთის ცენტრალურ, გაკრიალებულ ქუჩაზე მოსიარულე ხალხს კოჭებში ურცხვად დაუწყო ჭვრიტინი.

 

როცა თავმოყვარე თანასოფლელებმა მათკენ მიშვერილი კამერა და მიკროფონი დაინახეს, ზოგმა თავსაფარი გაისწორა და ზოგმაც – ხვანჯარი – რამე ხომ არ გამოგვიჩნდა, ეს გოგო ამ წვიმაში ასე გამწარებული რას დაეძებსო? თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჭუტალა წერეთლის მიკროფონიანი „კლიზმა“ ხალხს არა ხვანჯარსა და თავსაფარზე, არამედ ფეხებზე აკვირდებოდა და ვისაც სატუცარსა და რეზინის ჩექმას, ანუ „კალოშსა“ და „ვალინკს“ დაუნახავდა, ყველას ურცხვად ეკითხებოდა – „ეს როდის იყიდეთ? ხმების სანაცვლოდ ხელისუფლებამ დაგირიგათ?“

 

ერთი სიტყვით, უხუთში ათრეული ვიღაც გომბიო ჭუტალა წერეთლის „ქარხნიდან“ ჩემს სოფლელებს შეურაცხყოფდა და ადამიანებს აშკარად საჩხუბრად იწვევდა – მოდით, დედა მაგინეთ და თავში კეტი ჩამარტყითო! იმერული ზრდილობის გამო ჭუტალა წერეთლის „გოგოშკას“ არც აგინეს და არც სცემეს, თუმცა, რამდენიმე ეზოდან სამარცხვინოდ გადმოაბუნძულეს და ჭიშკარიც ცხვირწინ მიუკეტეს.

 

თავიდან ამ ქვეწარმავლის წარმომავლობა არავინ იცოდა, მაგრამ სწორედ „ტვ პირველის ჭურნალისტად გაეცნო ის ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც ნამდვილი დაკითხვა მოუწყო – ეს „კალოში“ როდის იყიდეთ? ხმა ვის მიეცით? ხელისუფლებამ რა გამოგიგზავნათ? – ეს „კალოში“ ჩემმა ცხონებულმა ძმამ მიყიდა ამ რამდენიმე წლის წინათ... თქვენ ვინა ხართ, საიდან ხართ, ხალხის ჩაცმულობას რომ იკვლევთ? – ჰკითხა იმ შაოსანმა ჭუტალას გოგოს.

 

– მე ტელეკომპანია „პირველიდან“ ვარ და ინფორმაცია გვაქვს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების წინ უხუთში ხელისუფლებამ ხმების სანაცვლოდ „კალოშები“ და „ვალინკები“ დაარიგა! – იყო ჭუტალა წერეთლის მიკროფონიანი კომპრაჩიკოსის პასუხი, რომელიც იმ შავოსან ქალბატონს სწრაფად გაეცალა და ბოლოს სოფლიდანაც მოძუძგა.

 

როგორც იმ პროვოკატორის, ასევე ჭუტალა წერეთლის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩემს მშობლიურ უხუთში თუ რამ გაკეთდა – ევროპული დონის საბავშვო ბაღი, გატკეცილი ასფალტი, სკოლის რემონტი და სოფლის გაზიფიცირება, ყველაფერი სუს-ის დღევანდელი დირექტორის, ვანის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ახალგაზრდა კაცის გრიგოლ ლილუაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც უხუთელებს 2016 წელს პირობა მისცა – თუ ხმას მომცემთ და არჩევნებში გავიმარჯვებ, ამ ყველაფერს გავაკეთებთო! გაიმარჯვა იმ კაცმა, შეასრულა თავისი სიტყვა და მაღალმთიან უხუთს, რომელსაც თავისი უნიკალური ბუნების, მდებარეობისა და ჰაერის გამო ბრწყინვალე საკურორტო პოტენციალი გააჩნია, ის აღირსა, რაც სოფელს კომუნისტების დროიდან მოყოლებული არ ღირსებია.

 

ამ ყველაფრისთვის მე, როგორც ჩემი სოფლის შვილი, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს მადლობას ვწირავ და ჭუტალა წერეთლის გასაგონად საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ არც „კალოში“ და არც „ვალინკი“ „ქართულ ოცნებას“ ჩემთვის არ უყიდია, რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი ჰონორარით ვიყიდე! ხოლო ამ ორმა სალახანამ – ვანის გამგებელმა გოგორიშვილმა და მისმა მოადგილემ მეფარიშვილმა ვანში ხალხი საარევნოდ არათუ არ მოიმადლიერეს და დაასაჩუქრეს, არამედ გააგიჟეს და გაოცებისგან პირი დააღებინეს, როცა უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად გაქანებული ნაცები მოავლინეს! ასე მოიყარა თავი სახელისუფლებო პარტიის საფარქვეშ ცხრა ღობეზე გადამხტარმა და ცხრა პარტიამოვლილმა ხალხმა, რომლებმაც ფულები ნაცებისგანაც აიღეს, ევრონაცებისგანაც, ხაზარ-ფაშა მამუკასგანაც და „ქართულ ოცნებას“ 31 ოქტომბერს ზურგში დანა ჩასცეს!

 

ვანის მაჟორიტარად სუს-ის დღევანდელი დირექტორი გრიგოლ ლილუაშვილი რომ დარჩენილიყო, რაიონში ალექსანდრე გოგორიშვილისა და გონერიე მეფარიშვილის მსგავსი ვირეშმაკა უსუსურები ვერ გამეფდებოდნენ! ვერც ის ხალხი ჩაატარებდა არჩევნებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ცალ-ცალი „კალოშით“ დადიოდნენ, მაგრამ ახლა რეზინის „ვალინკებში“ გამოიჭიმნენ და „ქართული ოცნების“ საფარქვეშ კინაღამ მეცოცხეებს გაამარჯვებინეს!

 

სანამ სუს-ი აფსუსი გამხდარა, ეს ამბავი კარგად გამოიძიეთ!!!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner