logo_geo
eng_logo
ტრისტან წითელაშვილი ნიკა რურუას: ის, ვინც მოლაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, სულიერად ავადმყოფია!
- +

3 ივლისი. 2016. 03:35


„ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სულხან მოლაშვილი არ არის პოლიტპატიმარი სულიერად ავადმყოფია", - ასე აფასებს ყოფილი პოლიტპატიმარი, სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი კულტურის ექს მინისტრის ნიკა რურუას მიერ "კვირას" პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ სულხან მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ.



როგორც წითელაშვილი „კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი სახის განცხადებებით ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებენ და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს აღიზიანებენ.



"ნიკა რურუა, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე სხვები "ნაციონალების" ცხრაწლიანი ძალადობრივი რეჟიმის სულისჩამდგმელები იყვნენ. მათ ვერ აიტანეს ის, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით "ნაციონალების" ანტიქართულ ქმედებებს და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, სწორედ ამიტომ აღგვიკვეთეს თავისუფლება სრულიად უკანონოდ. სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირადი დავალებით აღმოვჩნდით ჩვენ საპატიმროებში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას "ნაციონალების" მხრიდან თავის მართლებას წერტილი და მათ აგონ პასუხი ჩადენილზე.

მოვითხოვ, დაუყონებლივ გადაიხედოს ჩვენი საქმეები,თუ რომელიმე და პირადად ჩემ საქმეში არ აღმოჩნდა პოლიტიკური დევნის რაიმე ნიშანი, მზად ვარ, პასუხი ვაგო და დავბრუნდე ციხეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვ დაისაჯონ ბოკერია, სააკაშვილი და სხვები.

ჩვენ არამხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში მოგვენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, მეტიც, ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტი ევროპულმა სასამართლომაც აღიარა და ეს ყველაზე კარგად სულხან მოლაშვილის საქმის მაგალითზე ჩანს. სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. სწორედ სააკაშვილისა და ბოკერიას წყალობით ეპყრობოდნენ მას ციხეში ყოფნისას არაადამიანურად. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სულხან მოლაშვილი არ არის პოლიტპატიმარი სულიერად ავადმყოფია. ნიკა რურუას და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უნდა დასრულდეს",-განუცხადა "კვირას" ტრისტან წითელაშვილმა.



კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ მათი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ ყოფილან. აღნიშნული განცხადება საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას" წარმომადგენელმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა. რურუა წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს, სულხან მოლაშვილსაც. რურუას თქმით, ის მოლაშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ. კულტურის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია.


ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავდა. წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველო აწარმოებდა კარგ და ეფექტურ საგარეო პოლიტიკას. წინა ხელისუფლების დროს საქართველოში შემოდიოდა ბევრად მეტი ინვესტიცია, ქვეყანა მიდიოდა წინ და არა უკან, როგორც დღეს მიდის. გადაცდომები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამისთვის წააგო წინა ხელისუფლებამ არჩევნები დემოკრატიულად", - განაცხადა ნიკა რურუამ.



ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი, რომლის წამების შესახებ ევროსასამართლოს დადგენილებაშიც წერია და რომლის წინაშეც სტრასბურგმა სახელმწიფოს კომპანსაცია დააკისრა, რურუამ ასე უპასუხა:


ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პოლიტპატიმარი ეს კაცი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარ კამპანია აგორდა, წამება, ისა ესა .... რაც მე მგონია ტყუილი. მე არ მინახავს მისი ნაწამები კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითოლოგიაა და ასე იოლად ნუ იჯერებთ. შეიძლება პროცედურული ნორმები იყო დარღვეული და დიდი შანსია, რომ მან პროცესი ამიტომ მოიგო. რომელი პოლიტიკური პატიმარი იყო ის, პოლიტიკური რწმენისთვის იჯდა მოლაშვილი? კარგად არ ვიცნობ ამ საქმეს",- აღნიშნა ნიკა რურუამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner