logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ
- +

6 დეკემბერი. 2020. 01:25

 

 

„10-ჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება დღევანდელ, რასაც პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ჰქვია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რა იყოს ამის მიზეზები“.

 

„ძალიან რთულია ასეთი ტრაგედიების ფონზე სტატისტიკაზე საუბარი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ სიკვდილიანობა საქართველოში დაბალია. ისიც ხომ ვიცით, რომ 10-ჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება დღევანდელ, რასაც პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ჰქვია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, შემთხვევების 99 პროცენტი მართულია ისე, როგორც უნდა იყოს მართული.

 

„ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა. ამას იკვლევენ შესაბამისი ორგანოები. კარგიც უნდა ვთქვათ და ცუდიც და მაშინ ვიქნებით მართლები.

 

ვინმეს წარმოედგინა საქართველოში, რომ დღეში უმძიმესი ვირუსით 5000-ზე მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა და მთლიანად მართლა არ ჩამოიქცეოდა სისტემა?! როდესაც ამას გაცილებით ძლიერი ქვეყნები ვერ უძლებენ. გუშინ რომ 7-ათასიან მიტინგებს აწყობდნენ, ეს ხალხი რომ „დღეს ძალიან ღელავს“, მათი სიმართლის არ მჯერა.

 

ეს იგივეა, ჯარისკაცებს დაუწყო ლანძღვა ომში, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. 17 წლის ბავშვი რომ გარდაიცვალა, მას მოუგონეს, რომ სისტემის პრობლემა იყო, სინამდვილეში - კორონავირუსი საერთოდ არაფერს შუაში არ იყო.

 

კამპანია მიმდინარეობს, ხან ეკატერინე ტიკარაძის დიპლომს ეძებენ ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, ხან Facebook-ზე გამოხტებიან და ფოტოშოპით ამზადებენ მძიმე შეურაცხმყოფელ კონტენტებს არამხოლოდ რომელიმე ექიმის მისამართით, არამედ ყველას მიმართ. როდესაც პირველი ტალღის დროს, უდიდესი წარმატება იყო, მაშინაც კი იკადრეს თავდასხმა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner