logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია იწყება
- +

6 დეკემბერი. 2020. 01:46

 

 

დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაცია 8 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News  ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ვაქცინაცია პირველ რიგში მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლებსა და თანამშრომლებს, აგრეთვე 80 წელს გადაცილებულ პირებს ჩაუტარდებათ.

 

ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის კრის ჰოფსონის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინა 50 საავადმყოფოს გადაეცემა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer/BioNTech--ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner