logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ოპოზიცია სააკაშვილის თამაშს თამაშობს და „ნაცების“ დღის წესრიგით ცხოვრობენ!
- +

6 დეკემბერი. 2020. 01:57

 

 

„ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ, დღეს მას აქებენ და ადიდებენ...“ - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ და ნაცების დღის წესრიგით ცხოვრობენ! ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ, დღეს მას აქებენ და ადიდებენ... მოკლედ, აბსოლუტურად არანორმალური სიტუაციაა... ნინო ბურჯანაძის საქციელი, რომელსაც ამ არჩევნებში არავითარი შანსი არ ჰქონდა, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ მიკვირს... სხვათაშორის, ელისაშვილისა და „გირჩის“ რეიტინგი ამ სიტუაციაში იზრდება, რაც პარლამენტში მათი შესვლის შემთხვევაში ვერ მოხდებოდა...“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner