„ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ, დღეს მას აქებენ და ადიდებენ...“ - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ და ნაცების დღის წესრიგით ცხოვრობენ! ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ, დღეს მას აქებენ და ადიდებენ... მოკლედ, აბსოლუტურად არანორმალური სიტუაციაა... ნინო ბურჯანაძის საქციელი, რომელსაც ამ არჩევნებში არავითარი შანსი არ ჰქონდა, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ მიკვირს... სხვათაშორის, ელისაშვილისა და „გირჩის“ რეიტინგი ამ სიტუაციაში იზრდება, რაც პარლამენტში მათი შესვლის შემთხვევაში ვერ მოხდებოდა...“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.