logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: დღეს რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფილიყო, ყარაბაღის ომი საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდებოდა!
- +

6 დეკემბერი. 2020. 02:13

 

 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ინტერვიუს ფრაგმენტი:

 

- კავკასიაში უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური ძვრები მოხდა, ყარაბაღის ომი დასრულდა...

 

– ალიევმა ჭკვიანურად გათვალა და ომი ისეთ დროს დაიწყო, როცა ამერიკას არჩევნების გამო ამ კონფლიქტისთვის არ ეცალა. ყარაბაღის ომი სინამდვილეში თურქეთმა მოიგო, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კავკასიაში ფეხი შემოყო, მაგრამ ყველაზე მეტად პოზიციები გაიმყარა რუსეთმა... ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და გამარჯვებულ აზერბაიჯანს შესაძლოა, ახლა უკვე სხვა პრეტენზიები გაუჩნდეს სხვადასხვა მიმართულებით.

 

– რას გულისხმობთ?

 

– უკვე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როცა აზერბაიჯანი ყარაბაღში ქრისტიანულ სალოცავებს შეურაცხყოფს, რის გამოც რუსებმა ეკლესიებთან ტანკებიც კი დააყენეს. ამ ფონდზე აზერბაიჯანთან დავითგარეჯის თემაზე საუბარი, ალბათ, ძნელი იქნება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. სწორედ გარეჯის თემამ მოიგო ეს არჩენვები და ჩვენი ხელისუფლებაც სასწრაფოდ მოქმედებაზე უნდა გადავიდეს.

 

ალიევი ომის დროს აცხადებდა – საქართველოსთან იდეალური ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვსო! თუ იდეალური ურთიერთობა აქვს, მაშინ რუკები სახეზეა, ყველაფერი გარკვეულია და დაგვიბრუნოს ჩვენი ტერიტორიები! წინააღმდეგ შემთხვევაში, ალიევიც ისეთივე ოკუპანტი იქნება, როგორებიც რუსეთი და თურქეთი არიან!

 

დღეს რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფილიყო, ყარაბაღის ომი საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდებოდა და აქ მცხოვრებ სომხებსა და აზერებს შორის ბაგაბუგი იქნებოდა. გაიხსენეთ რა გააკეთა ნაძირალა სააკაშვილმა – გაგანია ომის დროს ღიად დაუჭირა აზერბაიჯანს მხარი! სააკაშვილი პროვოკატორი და რუსეთის აგენტი რომ არის, ამას ევროპაც მიხვდა, ამერიკაც და მაიკ პომპეოს პასუხმაც არ დააყოვნა – ნაცები და მთელი მათი „შნირები“ თბილისში ვიზიტის დროს ფეხებზე დაიკიდა!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner