logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ხომ შეუსრულა ბიძინამ ნაცებს? ხომ აქცია ქუჩაში მოწანწალე ძალებად? ჰოდა, კიდე იღლიცინონ ახლა!
- +

6 დეკემბერი. 2020. 02:19

 

 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ინტერვიუს ფრაგმენტი:

 

– შევლენ თუ არა ნაცები და მათი მოკავშირეები პარლამენტში?

 

– შევლენ, აბა, რა ჯანდაბას იზამენ?! შევლენ, რა თქმა უნდა...

 

– მერედა, ნაცები თუ პარლამენტში შევიდნენ და ნაცმოძრაობა აიკრძალა, რა იქნება?

 

– იქნება ის, რაც ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა, როცა ორთოდოქსი კომუნისტები, რომლებმაც პარტია არ დატოვეს. გარეთ დარჩნენ, ხოლო ვინც ეროვნული ხელისუფლების კურსს დაუჭირა მხარი, საქმიანობა გააგრძელა და რომ არა შევარდნაძე და მისი ბანდა, საქართველოს საქმე ასე არ წახდებოდა.

 

ხომ შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა ნაცებს? ხომ აქცია ქუჩაში მოწანწალე მარბენალ ძალად, რომელსაც კაციშვილი არ ცნობს და არ ელაპარაკება? ხომ შეჰყარა ყველა ერთად „ბუტკაში“? ჰოდა, იღლიცინონ ახლა და იყვირონ!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner