logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ქართულმა საზოგადოებამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“
- +

6 დეკემბერი. 2020. 02:50

 

 

„მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს მანდატების რაოდენობა და კონსტრუქციული საუბრები. მათ აინტერესებთ, როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში. 27 % რომ აქვს პარტიას, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ისე, თუ რაღაც არ არია. მეორე - სამპროცენტიანი გახდა „ევროპული საქართველო“ და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, თუ წყლის ამღვრევაში „ნაცმოძრაობას“ არ დაეთანხმა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, პლატფორმა, საიდანაც ეს ორი ძალა პოზიციონირებს, მათ ხელშია, ვისაც რადიკალური პოზიციები აქვთ და სწორედ მათსავე ხელში არსებულ მედიასაშაულებებს იყენებენ.

 

„ოპოზიციაში არიან შიდა ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ სხვა წინადადებებზე (რომლებიც შეიძლება არ იყოს მისაღები ხელისუფლებისთვის, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი იყოს ჩვენთვის) წამოიყვანონ ხელისუფლება და სანაცვლოდ, ისინიც დათანხმდნენ არ კომპრომისს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner