logo_geo
eng_logo
როგორ შენდებოდა სოლოლაკი – „მწერალთა სახლის“ ისტორია
- +

3 ივლისი. 2016. 03:40



თბილისის ერთ-ერთმა ისტორიულმა უბანმა სოლოლაკმა, როგორც მდიდარი ბურჟუაზიისა და ჩინოვნიკების ყოფილმა ციტადელმა, დღევანდელობამდე ლამის უცვლელი სახით მოაღწია. ქუჩები და კვარტლები მკაფიო სწორი კუთხითაა დაგეგმილი. რესპექტაბელურ სამ და ოთხსართულიან სახლებს, მდიდრული ბინებით, აქ კერძო სახლები ცვლიდა​, რომლებიც თითო ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული. სადარბაზოების კედლები ხშირად შემკობილია სალონური გემოვნების პრეტენზიული მოხატულობით.



მარმარილოს ნატეხებით მოპირკეთებულ იატაკებზე ხშირად გვხვდება წარწერები, ან მეპატრონის ინიციალები და გვარები. სადარბაზოების ბევრ მოზაიკულ იატაკზე რეკლამის მიზნით, აღბეჭდილია თბილისის ბურჟუათა წრეებში პოპულარული, მარმარილოს სახელოსნოების მფლობელის ა. ანდრეოლეტის გვარი.


"სოლოლაკის ცალკეული სახლი ყურადღებას იმსახურებს ტექნიკური თვალსაზრისითაც. ისინი როგორც წესი, აშენებულია მკვირდად, კაპიტალურად და არ ახლავს მაღაზია. შიდა ეზოები გამწვანებულია ყოფილ ქართველ მეფეთა საგვარეულოს ბაღებისა და ვენახების აჩეხვის შემდეგ დარჩენილი ნარჩენების ხარჯზე,"- წერს წიგნის "ჩემი თბილის-ქალაქის" ავტორი გიორგი ხუციშვილი.


სოლოლაკის შენობებს შორის საინტერესოა, მაჩაბლის ქუჩაზე #13 -ში არსებული სახლი, სადაც 1928 წელს "საქართველოს მწერალთა კავშირი" განთავსდა. წინათ ეს იყო, ცნობილი ღვინის ქარხნის მფლობელისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1905 წელს არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა ააშენა.


მავრიტანული დარბაზი, სპარსული ოთახი ბუხრითა და ჭრელი ჭერით, ფანჯრებისა და კარებების ფერადი მინები. ხის ლამაზი კიბე, მეორე სართულზე ადის, საიდანაც ვესტიბიულით ზამთრის ბაღშია გასასვლელი, იქ აკაკის წყაროა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია ექლექტიზმის პერიოდისთვის, "მწერალთა სახლს" კი თავისებურ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად აქცევს.


ვარაუდობენ, რომ "მწერალთა სახლის" შენობა, არქიტექტორს ისტორიულ ადგილზე აუგია. სწორედ აქ, "მთის ფერდობზე სოლოლაკის მდინარის ახლოს," საუკუნეების წინ იდგა ლერმონტოვის შორეული ნათესავების სახლი, რომლებთანაც პოეტი 1837 წელს სტუმრობდა. ლერმონტოვის თბილისში ჩამოსვლის სამახსოვროდ, მაშინდელი "ნაგორნაიას" ქუჩისთვის, ლერმონტოვის ქუჩა დაურქმევიათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner