ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 43 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 664 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 6,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 176 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.