ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტის, დოქტორი ში ჟენგლის განცხადებით, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით კორონავირუსის ახალი ტიპი გამოვლინდა, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს.
ში ჟენგლის განცხადებით, ახალი ტიპის ვირუსი ადამიანს პანგოლინიდან გადაეცემა.
„აღნიშნული შემთხვევები არამარტო ჩინეთში, არამედ სამხრეთ აზიის ქვეყნებში უნდა ვეძებოთ”, - აღნიშნავს ში ჟენგლი.
ვირუსოლოგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი წყარო ჩინეთის ფარგლებს გარეთ უნდა მოძებნოთ, რადგან პანგოლინები ქვეყანაში სხვა სახელმწიფოებიდან, მაგალითად ინდოეთიდან შეჰყავთ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად, კორონავირუსი ღამურიდან ადამიანზე, შესაძლოა, პანგოლინების არალეგალური ვაჭრობის მეშვეობით გავრცელებულიყო. ექსპერტების შეფასებით, ვირუსის წყაროს ღამურები წარმოადგენენ, თუმცა ის ადამიანზე, შესაძლოა, სხვა სახეობის გავლით გავრცელებულიყო.
პანგოლინიდან გამოყოფილი ახალი კორონავირუსის შტამის გენომური თანმიმდევრობები დაინფიცირებული ადამიანებიდან გამოყოფილისას 99%-ით ემთხვევა.